გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი თემა
როგორ აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება სხვადასხვა დაზიანების დროს

სწავლების საფეხური
VIII კლასი

მოსწავლეთა პროფილი
კლასში 28 მოსწავლეა; კლასში არის განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლე

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე შეძლებს ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოყენებას, შეძლებს ექსტრემალურ სიტუაციაში მყოფ ადამიანებს აღმოუჩინოს პირველადი დახმარება.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ბიოლ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს  ადამიანის ორგანიზმის  ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ასახელებს ადამიანის ორგანიზმის ქსოვილთა ძირითად ჯგუფებს. აღწერს მათი აგებულების თავისებურებებს და აკავშირებს შესასრულებელ ფუნქციებთან;
·           ილუსტრაციაზე ან მაკეტზე ამოიცნობს ადამიანის ორგანოთა სისტემებს და მსჯელობს მათ ფუნქციებზე (მაგ., ადამიანის ჩონჩხის ძირითადი ნაწილები, ზოგიერთი ძვალი და კუნთი);
კვლ.VIII.2მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • იყენებს სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

კვლ. VIII.3მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისბრივი და რაოდენობრივი მონაცემების წარმოსადგენად. 

კვლ.VIII.4.მოსწავლეს შეუძლია  მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
       შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აანალიზებს მონაცემებს  და გამოიტანს დასკვნებს;  


წინასწარი ცოდნა
სისხლი, სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე სისტემა, გულის აგებულება და მუშაობა, სისხლძარღვების აგებულება, სისხლის წნევა, პულსი.
შეფასების საგანი და პროცედურები
ექსპერიმენტი:
·         გამოითვლის ექსპერიმენტით შესაძლო შედეგებს 2
·         იცავს უსაფრთხოების ნორმებს, გეგმავს                  2      ექსპერიმენტს
·         მსჯელობს ექსპერიმენტის შედეგებზე                     2
დისკუსია:
·         წარმოადგენს საკუთარ პოზიციას                             1
·         მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს                 1
·         მსჯელობს არგუმენტირებულად                               1
·         აკეთებს დასკვნას                                                          1
·         მსჯელობს თანამიმდევრულად, შემოიფარგლება კონკრეტული თემით
·         ფლობს აუდიტორიას                                                   2
·         კორექტულია ოპონენტის მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ
აზრს                                                                                  1
                                                                                           
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
მასალა: 
წითელი ფლომასტერი, ბინტი, დიდი მუყაო, ბუშტი ყინულის იმიტაციით, ქამარი ან თასმა, ბამბა, სადეზინფექციო ხსნარი( სპირტი, იოდი,3%-იანი წყალბადის ზეჟანგი)
გაკვეთილის მსვლელობა
მასწავლებელი მიმართავს კლასს:
   ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომ საჭირო გახდეს თქვენი ცოდნა და სწრაფი, გააზრებული მოქმედება ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.
  დღეს გავითამაშებთ სხვადასხვა ექსტრემალურ სიტუაციას, სადაც დაზარალებულებიცა და მაშველებიც თქვენ იქნებით.

     მასწ.  დაყოფს კლასს ორ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს მისცემს ინსტრუქციას და მასალას.
     მასწ. გადაანაწილებს როლებს და ჯგუფის ერთ-ერთ წევრს ფლომასტერით მოუნიშნავს მხარზე, წინამხარზე, თითზე წერტილები.(ჭრილობის იმიტაცია) მხრის წერტილი არტერიულ სისხლდენას აღნიშნავს, წინამხრის- ვენურს, ხოლო თითის- კაპილარულს.
  მასწ. მიმართავს: შეარჩიეთ მასალა და დაზარალებულს აღმოუჩინეთ პირველადი დახმარება. ჯგუფის მეორე წევრს წითელი ფლომასტერით კისრის მიდამოსა და ცხვირზე მოუნიშნავს სისხლდენის ადგილები.
      მასწ. მიმართავს: აღმოუჩინეთ დახმარება დაზარალებულს, დაეხმარეთ ჯგუფის მესამე წევრს, რომელსაც ტრავმის შედეგად იდაყვის ძვლის ღია მოტეხილობა აქვს.
      ჯგუფის მეოთხე წევრს ფეხის უხერხული მოძრაობის გამო ტერფის იოგების დაჭიმულობა აქვს. დაეხმარეთ.
                                      მასწ. მიმართავს:
         შეადგინეთ ცხრილი, სადაც აღნიშნული იქნება დაზიანების ტიპი, პირველადი  დახმარების საშუალებები და თქვენი არგუმენტები დახმარების ამ ტიპის შერჩევაზე
   მუშაობის დამთავრების შემდეგ თითოეული ჯგუფი კლასის წინაშე წარმოადგენს შევსებულ ცხრილს და ვიზუალურად უჩვენებს გაწეულ პირველად დახმარებას. კლასში იმართება დისკუსია. მოსწავლეები მსჯელობენ, თუ რამდენად სწორად დაეხმარნენ დაზარალებულებს.



           
      


 






შევსებული ცხრილი სავარაუდოდ ასე უნდა გამოიყურებოდეს: 
  

დაზიანების ტიპი
პირველადი დახმარება
არგუმენტი
არტერიული სისხლდენა მხრის მიდამოში
თასმა მოვუჭიროთ ჭრილობის ზემოთ, ჭრილობა დავამუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით და დავაფინეთ სტერილური საფენი.
კიდურში არტერიული სისხლი ზემოდან ქვემოთ მიედინება. ჭრილობა, ბაქტერიებით დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, დავამუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით.
ვენური სისხლდენა წინამხრის მიდამოში
თასმა მოვუჭირეთ ჭრილობის ქვემოთ. ჭრილობა დავამუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით.
კიდურში ვენური სისხლი ქვემოდან ზემოთ მიედინება. ჭრილობა, ბაქტერიებით დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, დავამუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით.
კაპილარული სისხლდენა თითიდან
ჭრილობა დავამუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით
ჭრილობა, ბაქტერიებით დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით,დავამუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით.
კაპილარული სისხლდენა ცხვირიდან
ცხვირზე დავადეთ ყინულის ბუშტი ან ცივ წყალში დასველებული საფენი
კაპილარების შესავიწროებლად
სისხლდენა კისრის მიდამოდან
თითით მივაჭყლიტეთ სისხლძარღვი კისერზე
თასმის დადება არ შეიძლება, ვინაიდან ეს გამოიწვევს სასუნთქი გზების გადაკეტვას და ადამიანი გაიგუდება.
იდაყვის ძვლის ღია მოტეხილობა
ჭრილობა დავამუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით და დავაფინეთ სტერილური საფენი. დავაფიქსირეთ გრძელი მუყაოთი მხრის ძვლის თავიდან თითების ჩათვლით
ჭრილობა, ბაქტერიებით დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, დავამუშავეთ სადენზიფექციო ხსნარით. წინამხრის კუნთების შეკუმშვამ, რომელიც, ერთი მხრივ, მხრის ძვალს,ხოლო, მეორე მხრივ, მტევნის ძვლებს უკავშირდება, შესაძლოა, მოტეხილი ძვლის კიდეები დააცილოს, ამან კი უფრო მეტად დააზიანოს რბილი ქსოვილები და ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს.
ტერფის იოგის  დაჭიმულობა
გავუკეთეთ მჭიდრო დამაფიქსირებელი ნახვევი დაზიანებულ ადგილას და დავადეთ ყინულის ბუშტი
მოძრაობა შევზღუდეთ იოგის დაზიანების თავიდა ასაცილებლად. ყინულის ბუშტი დავადეთ კაპილარების შესავიწროებლად, რათა თავიდან აგვეცილებინა სისხლ ჩაქცევები.










გაკვეთილის  მთავარი თემა
საკვების შედგენილობა; ვიტამინები და მათი დანიშნულება
საგანი
ქიმია;   ბიოლოგია.
სწავლების საფეხური
საშუალო საფეხური   X- კლასი
მოსწავლეთა პროფილი
20 მოსწავლე  (სკოლათა შორის თანამშრომლობა)

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

ბიოლ X.7.2.ასაბუთებს საკვების მნიშვნელობას ორგანიზმის                                                                                                          ზრდისათვის და ენერგიით მომარაგებისათვის;

ბიოლ X.7.4.   იკვლევს საკვების შედგენილობას (ორგანული და არაორგანული ნივთიერებები, ვიტამინები), კვებით ღირებულებას და ენერგიის შემცველობას, აანალიზებს დაბალანსებული რაციონის და თითოეული კომპონენტის მნიშვნელობას ორგანიზმისათვის;

ბიოლ X.7.7.      მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა საკვები პროდუქტის კვებით ღირებულებაზე და ენერგიის შემცველობაზე და მსჯელობს დაბალანსებული რაციონის მნიშვნელობაზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის:

კვლ.X.2.         მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება / მონაცემების აღრიცხვა.

კვლ.X.3.         მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.

კვლ.X.4.         მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება
წინასწარი ცოდნა

მაკროელემენტებისა და მიკროელემენტების როლი ცოცხალ ორგანიზმში; კვების  ტიპები და საჭმლის მომნელებელი სისტემა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები (ოსტეოპოროზი;  ართროზი და ა.შ)


შეფასების საგანი და პროცედურები

გამოყენებული იქნება როგორც განმავითარებელი შეფასება კომენტარების და რჩევების მეშვეობით, ასევე განმსაძღვრელი შეფასების შემდეგი რუბლიკებით:
  • ჯგუფური მუშაობის რუბლიკა (დანართი-1)
  • ექსპერიმენტის შეფასების რუბლიკა (დანართი-2)
  • პრეზენტაციის შეფასების რუბლიკა (დანართი-3)
  • პრეზენტაციის ურთიერთშეფასებისთვის შექმნილი ბარათები( დანართი-4)



სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

სახელმძღვანელო,
კომპიუტერული პროგრამა MS Word, PowerPoint.
გამოხდილი წყალი; თევზის ქონი, კვერცხის ყვითრი, ვაშლის წვენი, შოკოლადი; რძე; NaOH;  CaSO4;  CuSO4; CaCL2;  ბრომიანი წყალი; სახამებელი, იოდი, ასკორბინის მჟავა.
ექსპერიმენტისთვის საჭირო ჭურჭელი (სინჯარები, ფილტრის ქაღალდი, სპირტქურა, ძაბრი, პიპეტი );
უსაფრთხოება
ცდის მსვლელობის დროს მოსწავლეებს უნდა ეკეთოთ: დამცავი სათვალეები და ხელთათმანები, შემოსილი უნდა იყვნენ დამცავ ხალათებში (სასურველია ერთჯერადი სამედიცინო ხალათი)
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი


აქტივობა:
მოსწავლეებს წინასწარ მიცემული ჰქონდათ საშინაო დავალება, მოეძიებინათ ინფორმაცია შესაბამის თემაზე და წარმოედგინათ ისტ-ის დახმარებით
პრეზენტაციის შეფასებისთვის მოსწავლეებს ურიგდებათ ურთიერთშეფასების ბარათი.
  • საშინაო დავალების პრეზენტაცია თემაზე ,, მაკრო და მიკროელემენტთა ბიო სამყარო“                        (5 წთ)
                                               
  • საშინაო დავალების პრეზენტაცია თემაზე ,,მინერალები, ცილები, ნაშირწყლები, ვიტამინები“
                                                                                                                 (5 წთ)

  • ექსპერიმენტი                                                         (15 წთ)
  
   
მასწავლებელი მიმართავს კლასს, სთავაზობს რამდენიმე ცდას რომლითაც შესაძლებელი იქნება გამოვლინდეს ზოგიერთ პროდუქტში შემავალი ნივთიერებები.
  თითეულ ჯგუფს სამუშაო მაგიდაზე დალაგებული აქვს ცდისთვის საჭირო ნივთიერებები და ქიმიური ჭურჭელი. ასევე ურიგდებათ ექსპერიმენტის  ინსტრუქცია და ცდის ოქმი (დანართი-5)
   ამ მიზნით კლასს  შემთხვევითობის პრინციპით დაყოფს 4-5 ჯგუფად, დაურიგებს შესაბამისს მასალას და ინსტრუქციას. თითოეული ჯგუფი ჩაატარებს სხვადასხვა ცდას:
  1. D ვიტამინის აღმოჩენა თევზის ქონში
  2. D ვიტამინის აღმოჩენა კვერცხის ყვითრში
  3. C ვიტამინის აღმოჩენა ვაშლის წვენში
  4. ზოგიერთი ნივთიერების გამოვლენა რძეში
  5. ნახშირწყლების აღმოჩენა შოკოლადში


  • საშინაო დავალების გაცნობა                 (3 წთ)
 მიმართავს მთელ კლასს, მოიძიონ სახლის პირობებში სხვადასხვა პროდუქტების ( დაახლოებით 5-7) ეტიკეტები, მასზე მითითებული ციფრები კილოკალორიების შესახებ, რომელიც ექვივალენტურია ენერგეტიკული ღირებულებისა, შეიტანონ ცხრილის სახით რვეულებში, რის საფუძველზეც შემდეგ გაკვეთილზე გამოიანგარიშბენ რამდენ ენერგიას მიიღებსორგანიზმი ამ პროდუქტის განსაზღვრული რაოდენობით მიღების შემდეგ.








(დანართი-5)


ცდის ოქმი                           ჯგუფი ______________

ექსპერიმენტის მიზანი: _______________________________________________________________________________

ექსპერიმენტის მსვლელობა: ________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
ქიმიური რექციის ხილული ნიშნები:
________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
დასკვნა:
________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________









ჯგუფური მუშაობის რუბრიკა  
(დანართი-1)
კრიტერიუმი
ძალიან კარგი 10
საშუალო 9-8
საშუალო 7-6
დაბალი5-1
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად  გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი  გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო არ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ განაწილებულა
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
საკმარისად გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
ნაწილობრივ გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
დროის ლიმიტი
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
თანამშრომლობა
ჯგუფის  ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო ნაყოფიერი, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური, ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო
მხოლოდ ერთი–ორი მოსწავლე აქტიურობდა, ჯგუფის აქტიურ წევრებსა და პასიურ წევრებს  შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ, ჯგუფის  წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო










eqsperimenti
(დანართი-2)
1
akeTebs gegmas (Canaweri – sruli, arasruli)
2
2
gamoiTvlis eqsperimentiT SesaZlo Sedegebs (awarmoebs gamoTvlebs, gamoTqvams varaudebs)
2
3
icavs usafrTxoebis normebs, gegemavs eqsperiments
2
4
iyenebs Sesabamis grafikebs, simboloebs da terminologias Sedgebis gadmosacemad
1
5
msjelobs eqsperimentis Sedgebze (aRwers, akeTebs daskvnas)
2
6
amzadebs prezentacias,
1



(დანართი-3)
prezentacia;


pasuxobs saTaurs
2

Semoifargleba konkretuli TemiT
1

flobs auditorias (iyenebs mimikas, Jestikulacias, intonacias)
1

saubrobs gamarTuli saliteraturo eniT da iyenebs Sesabamis mecnierul terminologias
2

adarebs movlenebs, faqtebs, sagnebs
2

iyenebs TvalsaCinoebas
1

icavs drois limits
1

(დანართი-4)

,, მაკრო და მიკროელემენტთა ბიო სამყარო“             
რა მომეწონა
რას ვურჩევდი


,,მინერალები, ცილები, ნაშირწყლები, ვიტამინები“          
რა მომეწონა
რას ვურჩევდი


No comments:

Post a Comment